რუსეთი დონბასში ახალი საბრძოლო მასალის მიწოდებას უარყოფს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ მეამბოხეებისთვის ახალი საბრძოლო მასალის მიწოდების ფაქტს უარყოფს. შეგახსენებთ, რომ საბრძოლო მასალის მიწოდების შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ვალერი გელეთეიმმა გუშინ განაცხადა. „უკრაინულმა სამხედრო ხელმძღვანელებმა რა ხანია უნდა შეწყვიტონ მსოფლიო საზოგადოების დაშინება არარსებული რუსული საფრთხით, ამით ისინი საკუთარი ჯარის სავალალო მდგომარეობას და დონბასის მოსახლეობის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის უაზრობას აფარებენ ხელს“, – განაცხადა რუსეთის სამხედრო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები