მანდარინზე სუბსიდიის სახით გამოყოფილ 12 000 000 ლარს აჭარის მთავრობა განკარგავს

   სახელმწიფოს მიერ, სტანდარტულ მანდარინზე სუბსიდიის სახით გამოყოფილ 12 000 000 ლარს აჭარის მთავრობა განკარგავს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მოსახლეობისთვის სუბსიდიის თანხის გაცემაზე მონიტორინგს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში შექმნილი სპეციალური კომისია ახორციელებს.
“აღნიშნული კომისიის მიერ შესწავლილი იქნება მოსახლეობის მიერ წარდგენილი სუბსიდიის თანხის მიღებისთვის საჭირო დოკუმენტაცია და ერთი კვირის ვადაში ფერმერს საბანკო ანგარიშზე ყოველ 1 კგ ციტრუსზე 0.15 ლარი დაერიცხება.
რაც შეეხება არასტანდარტულ მანდარინზე გამოყოფილი სუბსიდიის თანხის გაცემას, პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. სუბსიდიის თანხის გაცემა 1 მარტამდე გაგრძელდება. ციტრუსის სეზონი აჭარაში წარმატებით მიმდინარეობს და ამ დროისთვის 60 000 ტონაზე მეტი მანდარინის რეალიზება უკვე განხორციელდა“- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები