8 და 24 ოქტომბერი ურთულესი დღეებია – მიხეილ ცაგარელი მოსახლეობას აფრთხილებს

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი 8 და 24 ოქტომბერს საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. როგორც ასტროლოგმა „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, აღნიშნული დღეები ასტროლოგიური თვალსაზრისით ნეგატიურია, რა დროსაც მოსალოდნელია სხვადასხვა სახიფათო გარემოებები, მათ შორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება და კრიმინალის ზრდა.
„ნეგატიური ჯერჯერობით არაფერი არ არის, თუ არ ჩავთვლით მეტეოროლოგიურ პირობებს, რომელიც ზეგავლენას ახდენს წნევაზე, განსაკუთრებით ხანდახმულთა ჯანმრთელობაზე. 8 და 24 ოქტომბერი არის ურთულესი დღეები, რაც მზის და მთავრის დაბნელებას უკავშირდება, ამიტომ მოსალოდნელია ყველაფერი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით დაწყებული კრიმინალის ზრდით დამთავრებული. ეს ორი დღე ყველასგან განსაკუთრებულ სიფრთხილეს და წინდახედულებას ითხოვს. უმჯობესია არაფერი ახალი არ დავიწყოთ, არ ვაწარმოოთ მოლაპარაკებები და ხელშეკრულებები არ გავაფორმოთ “, – აღნიშნა ცაგარელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები