საქართველოში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება
საქართველოს მასშტაბით ორშაბათიდან არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება, – ამის შესახებ „კვირას“გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა. სინოპტიკოსის ინფორმაციით, საქართველოში მომდევნო სამი დღის განმავლობაში კვლავ წვიმა და დაბალი ტემპერატურა შენარჩუნდება.
„ორშაბათიდან როგორც აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში არამგრადი ამინდები შენარჩუნდება. ტემპერატურა შაბათ-კვირას, არ დაიკლებს, ხოლო 6, 7, 8 ოქტომბერს შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება“, – განაცხადა დოდო გვაზავამ. რაც შეეხება დედაქალაქს, აქ დღეს ტემპერატურა 21 გრადუსს მიაღწევს.