ზურა გირჩი ჯაფარიძემ „ქართული ოცნების“ ამომრჩევლები გამოთაყვანებულებად მოიხსენია
მორიგი შეურაცხმყოფელი განცხადებები რადიკალებისგან. თავისუფლების მოედანზე ,ქართული ოცნების “ საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიების შეფასებისას ზურა გირჩი ჯაფარიძემ „ქართული ოცნების“ ამომრჩევლები გამოთაყვანებულებად მოიხსენია.
„გასაგებია, რომ მისი მხარდამჭერების, მე ასე ვეძახი, გამოთაყვანებული ნაწილი ამას ჭამს, იმასაც იჯერებს, ამასაც და ტვინში დისონანსი არ აქვთ ამის გამო“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.