შალვა პაპუაშვილი: ამ არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რამხელა ღრმა კრიზისშია შესული სამოქალაქო სექტორი

„ენჯეოები“, ყველაფერზე თვალს ხუჭავენ, რაც ეხება ოპოზიციას და მათ დონორებს.
ამ შემთხვევაში, თვალის დახუჭვა არის არა მხოლოდ ოპოზიციაზე, არამედ, უცხოურ ჩარევაზე”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

,,შეგახსენებთ, რომ დანიის მიერ დაფინანსებული ე.წ. „დემოკრატიის ფესტივალები“, რომლებიც შემდეგ დადასტურდა, რომ ეს იყო პარტიული აგიტაცია, ანტიკორუფციულმა ბიურომ საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტად გამოაცხადა ის ენჯეო, რომელიც დანიის დაფინანსებით ატარებდა ამ ღონისძიებებს. ხმა არ ამოიღეს ამაზე ენჯეოებმა, ხმა არ ამოიღეს იმ განცხადებებზე, რომლებიც სხვადასხვა უცხოელი დიპლომატის თუ პოლიტიკოსის მხრიდან კეთდება და ჩუმად არიან აბსოლუტურად ყველაფერზე.

ამით ჩანს კიდევაც, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სამოქალაქო სექტორზე, აქ რეალურად, ამ არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რამხელა ღრმა კრიზისში არის შესული სამოქალაქო სექტორი, ვინაიდან ის ენჯეოები, გარკვეული ჯგუფი, ასე ვთქვათ, წახალისებული ენჯეოებისგან, არის პირდაპირ პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართული, მათ შორის, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ანტიკორუფციულმა ბიურომ, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია – „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, მრავალპარტიული ორგანიზაცია, და რამდენიმე სხვა ორგანიზაცია, ოთხი-ხუთი ორგანიზაცია საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად აღიარა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები