შალვა პაპუაშვილი: ზურაბიშვილი გამარჯვებას იზეიმებს თუ მწუხრის ვახშამი ექნება, სხვა საკითხია, მაგრამ მე რომ ვთქვა, პარლამენტის შენობაში ვიზეიმებთ გამარჯვებას, მოვაწყობთ ალაფურშეტს, წარმოგიდგენიათ, რა პანიკა ექნებათ „ენჯეოებს?“

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ არჩევნების დღეს აპირებს, პრეზიდენტის ადმინისტრაციულ შენობაში იზეიმოს საკუთარი პოლიტიკური ბანაკის გამარჯვება. გამარჯვებას იზეიმებს თუ დამარცხების მწუხრის ვახშამი ექნება, სხვა საკითხია, თუმცა პირდაპირი აღიარებითი ჩვენებაა, რომ ეს არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები ამაზე ჩუმად არიან, რაც, პაპუაშვილის შეფასებით, დარღვევებზე განზრახ ხელის დაფარებაა.

„წარმოიდგინეთ, მე რომ ვთქვა, პარლამენტის შენობაში ვიზეიმებთ „ქართული ოცნების“ გამარჯვებას-მეთქი, მოვაწყობთ იქ ალაფურშეტს და ასე შემდეგ. წარმოგიდგენიათ, რა პანიკა დაემართებოდათ „ენჯეოებს?“ ან პრემიერ-მინისტრმა თქვას, რომ კანცელარიის შენობაში მოეწყობა „ქართული ოცნების“ გამარჯვების აღსანიშნავი დღესასწაული და იქნება ფოიერვერკები. წარმოგიდგენიათ, რა პანიკას დაიმართებენ არასამთავრობო ორგანიზაციები? ერთი პრობლემაა, რომ ჩუმად არიან, მაგრამ ყველაზე მთავარი პრობლემა არის კითხვაში, რატომ არიან ჩუმად? ეს ხომ დარღვევებზე განზრახ ხელის დაფარებაა“, –განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 7 ოქტომბერს ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა: „ამ სასახლეში არჩევნების დღეს იქნება მოწყობილი საკოორდინაციო პლატფორმა, რათა გავუწიოთ მონიტორინგი, რაც იმ დღეს მოხდება“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები