დავით ქართველიშვილი: პოლიტიკურად, ფიზიკურად და ფსიქიატრიულად ავადმყოფი, ტოტალურად განსულიერებული უსამშობლო მასები საქართველოში სრული განადგურებით უნდა დამარცხდნენ

„ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი საქართველოში არჩევნების შემდეგ უცხოეთიდან დესტრუქციის მოწყობის კიდევ ერთი სქემის შესახებ საუბრობს. როგორც ექსპერტი სოციალურ ქსელში წერს, ამჯერად ლიეტუველი მარიონეტების მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული დეზინფორმაციაა საყურადღებო. კერძოდ, ის, რომ არჩევნების შემდეგ მოსალოდნელია მასობრივი არეულობა და სისხლისღვრა, რომელსაც მოჰყვება ბელორუსის სცენარის განვითარება.

„პუწინი” რომ „ერეოდა” წინა ამერიკულ არჩევნებში, ხომ გახსოვთ? “„უწინის” ჰაკერებმა ამერიკული IT-სისტემა რომ „ჩამოშალეს”, ხომ გსმენიათ? ამის მერე „ზრდილობის გულიზა”, რამდენიმე წელი აშშ-ში ამაზე გამოძიება რომ მიმდინარეობდა, ხომ იცით? მაშინ შედეგიც გეცოდინებათ ამ გამოძიების – ნული! ზერო!

როგორც ჩანს, ეს ფობია და ფეიკი, „გლობალური ომის პარტიის” მზა დაპატენტებულ პროდუქტს წარმოადგენს, რომელსაც უცვლელად გამოაგორებენ ხოლმე ფსევდოლიბერალი გლობალისტები მაშველ რგოლად. წელს იგივე რამ („პუწინის” გრძელ ხელებზე) მოლდოვასთან მიმართებით და იქ ჩატარებულ არჩევნებში რუსი კიბერშემტევების როლსა და ადგილის შესახებ უკვე გვსმენია.

ახლა კი, ჩვენი დროც მოვიდა. ლიეტუველი მარიონეტების მედიასაშუალებებმა უკვე გამოიღეს „ნაფთალინიდან” ჩვენი ცვილის ფიგურების გადასარჩენად განკუთვნილი აბსოლუტური სიგიჟე: „პუწინი” საქართველოში დაეხმარება „რუსულ პარტიას” სუპერ-უმრავლესობა მოიპოვოს არნახული „ფალსიფიცირების” და „თაღლითობის” გზით.

ამას კი, თურმე მოჰყვება მასობრივი არეულობა და „სისხლისღვრა”, რომელსაც „პუწინის” რეპრესიული აპარატი საქართველოში ისევე დაამხობს, როგორც ეს ბელარუსში გააკეთა. ამას კი, მოჰყვება პოლიტიკური ოპოზიციური სპექტრის სრული გაუქმება, რის სანაცვლოდ (მადლიერების ნიშნად), „პუწინი” საქართველოს სოხუმს „დაუბრუნებს” და ამით „მოკვდება” თავისუფალი საქართველო.

თუ ატყობთ რამხელა სიგიჟესა და აგონიაში იმყოფებიან. დღეს ამ გამოგდებულ „მაშველ რგოლს” ჩაეჭიდებიან „ოფშორ-მედიები” და თავის 24-საათიან „ნარატივად” აქცევენ. პოლიტიკურად, ფიზიკურად და ფსიქიატრიულად ავადმყოფი, ტოტალურად განსულიერებული უსამშობლო მასები თავისი დრომოჭმული და მოძველებული სარეანიმაციო საშუალებებით – საქართველოში სრული განადგურებით უნდა დამარცხდნენ. მათ უჩვენოდაც დიდი და გლობალური ამოცანები აქვთ გადასაწყვეტი – „პუწინია” მისახედი…” – წერს სოციალურ ქსელში დავით ქართველიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები