ალექსანდრე რაქვიაშვილი – პრეზიდენტის ქარტიაზე: შედგა სრულიად უვარგისი ტექსტი, რომელიც შეიძლებოდა, ყოფილიყო კარგი დოკუმენტი დისკუსიის დასაწყისად – როგორც ვალდებულება, უვარგისია

ქარტიის მთავარი პრობლემა იყო ის, რომ ეს არ იყო საჯარო დისკუსიების შედეგად შემდგარი დოკუმენტი, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, შედგა სრულიად უვარგისი ტექსტი, რომელიც შეიძლებოდა, ყოფილიყო კარგი დოკუმენტი დისკუსიის დასაწყისად.

„ძველი ტრადიციით, ფაქტობრივად, პრეზიდენტმა ერთპიროვნულად შეადგინა ეს დოკუმენტი, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა პარტიას, მათ შორის, ჩვენც გვქონდა წინასწარი რაღაც კომუნიკაცია. შედგა სრულიად უვარგისი ტექსტი, რომელიც შეიძლებოდა, ყოფილიყო კარგი დოკუმენტი დისკუსიის დასაწყისად. რეალურად, უვარგისია, როგორც ვალდებულება. არ მჯერა, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტია შეასრულებს პრემიერ-მინისტრის დანიშვნის ნაწილს, თუ, რა თქმა უნდა, ეს მისი კანდიდატი არ იქნება. არ მჯერა, რომ, მაგალითად, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობაზე პრეზიდენტს აქვს უფლება, ილაპარაკოს, როცა საბჭოს ყველა წევრი, რომელიც მისი გადმოსახედიდან პრობლემურია, ფაქტობრივად, მისი დანიშნულია ეროვნულ ბანკში და ერთხელ არ აუხსნია, როგორ და რატომ დანიშნა ეს ადამიანები. სასამართლო რეფორმაზე როცა მიმდინარეობს საუბარი, იუსტიციის საბჭოს წევრი, რომელიც პრეზიდენტის კვოტით იყო დანიშნული, ასევე, ფაქტობრივად, სასამართლო კლანის წევრი იყო და როგორ დანიშნა პრეზიდენტმა, რა კონსულტაციები ჰქონდა „ქართულ ოცნებასთან“ და ა.შ. სინამდვილეში, ძალიან დიდი არაგულწრფელობაა ამ დოკუმენტში და, ბუნებრივია, ჩვენ ასეთ დოკუმენტზე ვალდებულებას ვერ ავიღებდით“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები