კახა კალაძე: უამრავი სოფელი და ქალაქი მოვიარეთ და ამხელა მხარდაჭერას, რასაც ვგრძნობ „ქართული ოცნების“ მხრიდან, 2012 წლის შემდეგ არ მახსოვს

დღევანდელ მოცემულობაში არჩევანის გაკეთება ძალიან მარტივია. ზედაპირზე დევს ყველაფერი – ვინ არის ერთ და ვინ არის მეორე მხარეს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, რა გვინდა. გვინდა ქვეყანაში ომი თუ გვინდა მშვიდობა. გვინდა ბოროტება, კაცთა კვლა თუ გვინდა სიკეთე, განვითარება და აღმშენებლობა. უამრავი სოფელი და ქალაქი მოვიარეთ, ამხელა მხარდაჭერა, რასაც ვგრძნობ „ქართული ოცნების“ მხრიდან, 2012 წლის შემდეგ არ მახსოვს, ეს იმის მანიშნებელია, რომ ქართველი ხალხი ხედავს საფრთხეს და ამიტომ, 26 ოქტომბერს ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს და ვთქვათ ჩვენი სათქმელი“, – აღნიშნა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები