პრეზიდენტი – ე.წ. ტექნიკურ მთავრობაზე: არ ვარ მზად, ვიდიქტატორო და ვუთხრა პარტიებს, რომ ჩემი ხედვა არის ერთადერთი და მართალი

ვთვლი, რომ ალბათ, ყველაზე სასურველი არის ტექნიკური მთავრობა, მაგრამ მე არ ვარ მზად, რომ ვიდიქტატორო და ვუთხრა პარტიებს, რომლებსაც ჰყავთ თავიანთი ამომრჩეველი და აქვთ თავიანთი ხედვა, რომ ჩემი ხედვა არის მაინც და მაინც ერთადერთი და მართალი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ტექნიკური მთავრობის საკითხზე ოპოზიციურ პარტიებთან არჩევნების შემდეგ ისაუბრებს.

„დემოკრატია ნიშნავს იმას, რომ როცა საჭიროა კომპრომისი, კომპრომისზე უნდა წახვიდე, როცა საჭიროა დათმობა, დათმობაზე უნდა წახვიდე, როცა შედიხარ დიალოგში, უნდა მოისმინო სხვისი აზრი და გაიგო, რატომ აქვს ეს პოზიცია. ეს არის ის, რაც მოხდა. მე მაქვს ჩემი პოზიცია და ვთვლი, რომ ალბათ, ყველაზე სასურველი არის ტექნიკური მთავრობა, მაგრამ მე არ ვარ მზად, რომ ვიდიქტატორო და ვუთხრა პარტიებს, რომლებსაც ჰყავთ თავიანთი ამომრჩეველი და აქვთ თავიანთი ხედვა, რომ ჩემი ხედვა არის მაინც და მაინც ერთადერთი და მართალი.

ვისაუბრებთ არჩევნების მერე, მივალთ კომპრომისამდე და ეს კომპრომისი იქნება ყველაზე სასურველი საზოგადოებისთვის.

ქარტიაში წერია, რომ პრეზიდენტი წარადგენს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს და ასეც იქნება, ამის შემდეგ, ცხადია, ყველაფერში იქნება კონსულტაციები, საუბრები და ერთად გადავწყვეტთ ყველაფერს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები