სალომე ზურაბიშვილი: მე წარვადგენ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ვნახავთ, რაზე და როდის შევთანხმდებით

არსებობს საკონსტიტუციო ვადები, რა ვადებშიც წარდგენილი უნდა იყოს პრემიერი და მისი მთავრობა, ამას უნდა დავემორჩილოთ. რთული იქნება, საუბრები იქნება, ესაა დემოკრატია, ადვილი არაფერი არ არის დემოკრატიაში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, მან არჩევნებამდე პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის დასახელებასთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების შეხედულებები გაითვალისწინა.

„ქარტია ითვალისწინებს, რომ პრეზიდენტი წარადგენს პრემიერ-მინისტრი, მაგრამ დემოკრატია ის არის, რომ ჩვენ ერთმანეთი გავითვალისწინოთ. მე გავითვალისწინე, ამ შემთხვევაში ოთხივე პარტიის შეხედულება, რომ ეს საკითხი ჯობდა არჩევნების შემდეგ გადაწყვეტილიყო. ამაზე გვექნება საუბარი, მე წარვადგენ ჩემს კანდიდატს, ვნახავთ, რაზე და როდის შევთანხმდებით.

არსებობს საკონსტიტუციო ვადები, რომელ ვადებშიც წარდგენილი უნდა იყოს პრემიერი და მისი მთავრობა და ამას უნდა დავემორჩილოთ. რთული იქნება, საუბრები იქნება, ესაა დემოკრატია, ადვილი არაფერი არ არის დემოკრატიაში, ბევრად უფრო ადვილია ერთი კაცის და ერთპარტიული მმართველობა, მაგრამ ეს არ არის ის რაც საზოგადოებისთვის ყველაზე მარტივი და მისაღებია“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები