“დიდი მადლობა იმ ასიათასობით გულანთებულ პატრიოტს, ვინც გუშინ თბილისის შუაგულში ჩვენი სამშობლოს სიყვარულმა გააერთიანა” – იონათამიშვილი

“დიდი მადლობა იმ ასიათასობით გულანთებულ პატრიოტს, ვინც გუშინ თბილისის შუაგულში ჩვენი სამშობლოს სიყვარულმა გააერთიანა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა ისაუბრა.

დეპუტატი დარწმუნებულია, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება „ქართული ოცნებისა“ და საქართველოსთვის რეალური იქნება.

“მადლობა ჩვენი ქვეყნის მილიონზე ბევრად მეტ მოქალაქეს, ვინც მთელი ამ ხნის განმავლობაში გამოხატავდა საქართველოს და „ქართული ოცნების“ მყარ, მტკიცე მხარდაჭერასა და ერთსულოვნებას

„ეს არის გარანტია, რომ ჩვენ ერთად ვიზრუნებთ, რათა ქვეყანაში დავიცვათ მშვიდობა, უზრუნველვყოთ კეთილდღეობა და მხარი დავუჭიროთ ჩვენი ქვეყნის უკეთეს ხვალინდელ დღეს. ამიტომ საჭიროა ქუდზე კაცი, რომ 26 ოქტომბერს გამოვიდეთ და 41 გავაფერადოთ. დარწმუნებული ვარ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება „ქართული ოცნებისთვის“ და საქართველოსთვის რეალური იქნება და ეს 26 ოქტომბერს გაფორმდება“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები