“2012 წლიდან მოყოლებული, ჩვენ შევქმენით ისეთი გარემო, სადაც არავის ეშინია საკუთარი არჩევანის დაფიქსირების და ადამიანებმა ამოისუნთქეს ამ თავისუფლებაში” – წილოსანი

“მასიურად მხვდება ოპოზიციის პოსტები – ამომრჩეველს ამშვიდებენ, ნუ გეშინიათ, თქვენი ხმა არის ფარული და თქვენს არჩევანს ვერავინ გაიგებსო… ისე, თითქოს ვინმეს მართლა ეშინოდეს ან/და ეჭვი ეპარებოდეს ამაში”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

დეპუტატის თქმით, ეს პოსტები წინასწარი თავის მართლებაა წაგებული არჩევნებისთვის.

“ფაქტი ერთია, 2012 წლიდან მოყოლებული, ჩვენ შევქმენით ისეთი გარემო, სადაც არავის ეშინია საკუთარი არჩევანის დაფიქსირების და ადამიანებმა ამოისუნთქეს ამ თავისუფლებაში

რეალურად კი, მათი ეს პოსტები წინასწარი თავის მართლებაა წაგებული არჩევნებისთვის – იტყვიან, იმიტომ წავაგეთ, რომ არჩევანის დაფიქსირების შეეშინდა ხალხსო, ჩვენი აღქმით გაყალბდა ეს არჩევნები და უნდა გავაპროტესტოთო

გირჩევთ საკუთარ მავნებლობაში გაერკვიოთ… ამომრჩევლებს ძალიან კარგად აქვთ გაცნობიერებული, ვის და რატომ აძლევენ ხმას, თანაც სრულიად თავისუფლად და ლაღად”, – წერს წილოსანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები