თბილისის საქალაქო სასამართლომ ფარნაოზ ჭკადუა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

თავისუფალი ზონის წევრი ფარნაოზ ჭკადუა თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით ბრალდებულის მხრიდან წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.
სასამართლო პროცესი 19 ნოემბერს ჩაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ ფარნაოზ ჭკადუას ბრალად ასავალ-დასავალის ჟურნალისტის ზაზა დავითაიას ცემა ედება.
ამ წუთებში კი, თბილისის საქალაქო სასამართლოში თავისუფალი ზონის კიდევ ერთი წევრის დავით გოგოხიასთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხის განხილვა იწყება. მას ბრალად პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები