ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან მოლაპარაკებებს არ ჩქარობს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თეირანი შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებში ჩართვას იმედოვნებს, თუმცა ის ირანთან მოლაპარაკებებს არ ჩქარობს.

ეს კომენტარი ტრამპმა გასულ თვეში, ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის მიერ განხორციელებულ დარტყმებზე საუბრისას გააკეთა.

“მათ საუბარი სურთ. მე არ ვჩქარობ საუბარს, რადგან ჩვენ მათი ობიექტი გავანადგურეთ. მათ ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყონ, რადგან იმდენად განადგურებულია, რომ აღარც გამოიყენება“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები