ირაკლი კობახიძე – ორ დღეში საქართველოში ტარდება ძალიან მნიშვნელოვანი, პრინციპული საპარლამენტო არჩევნები, კმაყოფილება მინდა, გამოვთქვა, რომ არჩევნები ტარდება უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი

ორ დღეში საქართველოში ტარდება ძალიან მნიშვნელოვანი, პრინციპული საპარლამენტო არჩევნები, კმაყოფილება მინდა, გამოვთქვა, რომ არჩევნები ტარდება უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ასევე უზრუნველყოფილია არჩევნების თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარება.

„ორ დღეში საქართველოში ტარდება ძალიან მნიშვნელოვანი, პრინციპული საპარლამენტო არჩევნები, კმაყოფილება მინდა, გამოვთქვა, რომ არჩევნები ტარდება უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე უზრუნველყოფილია არჩევნების თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარება, რაც არის ჩვენი პასუხისმგებლობა.

მინდა, მადლობა გადავუხადო სამართალდამცველ ორგანოებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პირადად მინისტრს, უსაფრთხოების სამსახურს, უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს, ყველა სამართალდამცავ უწყებას, მათი დაუღალავი შრომის შედეგია ის, რომ მშვიდ გარემოში ტარდება ეს არჩევნები. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ბოლომდე 26 ოქტომბრის ჩათვლით, სწორედ ასეთ გარემოში ჩატარდეს არჩევნები ჩვენს ქვეყანაში”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები