სომხეთის პრემიერ-მინისტრი BRICS-ის სამიტის დასკვნით ნაწილში მიიღებს მონაწილეობას
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ყაზანში, BRICS-ის სამიტში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა.
რუსული მედიის ინფორმაციით, ფაშინიანი სამიტის დასკვნით ნაწილში მიიღებს მონაწილეობას.
ოქტომბრის დასაწყისში ფაშინიანი მოსკოვში დსთ-ს სახელმწიფოთა მეთაურთა საბჭოს სხდომაზე ჩავიდა და ამ ფორუმის ფარგლებში ორმხრივი მოლაპარაკებები გამართა რუსეთის პრეზიდენტთან, რის შემდეგაც ვლადიმერ პუტინმა ის BRICS-ის სამიტზე მიიწვია.