დავით მათიკაშვილი: არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე რადიკალურმა ოპოზიციამ პირწმინდად წააგო არჩევნები, ის დამარცხდა ქართველ ხალხთან

მმართველი გუნდის წევრმა დავით მათიკაშვილმა თბილისში გუშინ გამართული „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება შეაფასა.

“არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე რადიკალურმა ოპოზიციამ პირწმინდად წააგო არჩევნები, ის დამარცხდა ქართველ ხალხთან. მთელმა მსოფლიომ დაინახა ცალსახად, რომ ასიათასობით ქართველი, ჩვენი ქვეყნის მოქალაქე იყო ქუჩაში გამოსული, მხარს უჭერდა „ქართულ ოცნებას“, მხარს უჭერდა მშვიდობის ძალიან მნიშვნელოვან პოლიტიკას, ეკონომიკურ წინსვლას, ქვეყნის აღორძინებას, რომელიც 2012 წლიდან დღემდე სწორედ „ქართული ოცნების“, ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი ამ პოლიტიკური გუნდის და მისი ეროვნული, პატრიოტული საქმიანობის დამსახურებაა”, – განაცხადა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები