“კანონის უზენაესობის ახალ, მსოფლიო რეიტინგში, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა, საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატს და ევროკავშირის ორ წევრ ქვეყანას” – პაპუაშვილი

“კანონის უზენაესობის ახალ, 2024 წლის მსოფლიო რეიტინგში, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა, საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატს და ევროკავშირის ორ წევრ ქვეყანას”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს.

შალვა პაპუაშვილი შესაბამის ფოტომასალას აქვეყნებს.

“გუშინწინ სტრასბურგის სასამართლომ წერტილი დაუსვა “რუსული კანონის” საუკუნის ტყუილს. ამ რეიტინგმა კი საბოლოოდ გააშიშვლა დეზინფორმაციის ის მასშტაბი, რომელიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ არის მომართული.

რა ეშველება ახლა იმ რეზოლუციებს, განცხადებებს, შეშფოთებებს, რომლებიც ერთმა კვლევამ წყალში ჩაყარა?!

კანონის უზენაესობის ინდექსი ამერიკული ორგანიზაცია “მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის” მიერ წარმოებული მსოფლიოს წამყვანი კვლევაა, რომელიც 142 ქვეყანას და მსოფლიო მოსახლეობის 95%-ს ფარავს”, – წერს პაპუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები