“ქართული ოცნება” არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა დღეს, ვისაც შეუძლია, მომავალზეც აიღოს პასუხისმგებლობა” – თალაკვაძე

“ქართული ოცნება” არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა დღეს, ვისაც აქვს საზოგადოების რეალური ნდობა, ვინც შეასრულა სიტყვა, შეძლო თავისი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა და ვისაც შეუძლია, მომავალზეც აიღოს პასუხისმგებლობა”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, არჩილ თალაკვაძე აცხადებს.

“ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ჩვენი გუნდის ლიდერები გამოვიდნენ და ისაუბრეს ყველა იმ მნიშვნელოვან თემაზე, მიღწევებზე, რომელიც ჩვენ გვაქვს ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, ჩვენი ქვეყნის მომავალზე – თუ სად გვინდა, რომ ხვალ იყოს ჩვენი ქვეყანა და როგორი გვინდა, რომ იყოს ჩვენი საქართველო”, – განმარტა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები