ვიქტორ ორბანი ევროკავშირს მისი ხელისუფლების დამხობის მცდელობაში ადანაშაულებს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ევროკავშირის ხელმძღვანელობას მისი ხელისუფლების დამხობასა და უნგრეთში მარიონეტული მთავრობის დანიშვნის მცდელობაში ადანაშაულებს.

ორბანის თქმით, ევროკავშირს უნგრეთის სათავეში როგორც მის დაქვემდებარებაში მყოფი პირის, „ტისას“ ლიდერის, პიტერ მაგიარის ხილვა სურს.

„ბრიუსელში განაცხადეს, რომ თავიდან მოიცილებენ უნგრეთის ეროვნულ მთავრობას, რადგან სურთ ბრიუსელის მარიონეტული მთავრობის დაყენება. ისევ ვსვამთ ძველ კითხვას, ვემორჩილებით უცხოურ ნებას, ამჯერად ბრიუსელისას, თუ მის წინააღმდეგ მივდივართ. უნგრეთს ამ არჩევანის გაკეთება მოუწევს. უამრავჯერ დავამტკიცეთ, რომ არ გვეშინია და იმპერია ვერ დაგვაშანტაჟებს. ვიცით, რომ სურთ, გვაიძულონ ომში ჩართვა, ვიცით, რომ მარიონეტულ მთავრობაზე ფიქრობენ, ჰყავთ პარტია და ადამიანი, რომლის დანიშვნაც სურთ, პირი, რომელიც უბრალოდ ხელს აწერს რაღაცებს. ჩვენ არ შევეგუებით მარიონეტობას, ბრიუსელის მსახურებას. ისინი წარმატებას ვერ მიაღწევენ, ვერ გაგვტეხენ“, – განაცხადა ორბანმა.

მისი სიტყვით გამოსვლის შემდეგ ახალი გამოკითხვის შედეგები გახდა ცნობილი, სადაც პარტია „ტისას“ რეიტინგი ორბანის „ფიდესს“ უსწრებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები