გაერო-ს გენერალური მდივანი რუსეთში BRICS-ის სამიტს დაესწრება

გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში რუსეთში „ბრიქსის“ სამიტზე დასასწრებად ჩავიდა, – ამის შესახებ რუსული მედია წერს.

კრემლის პრესსამსახურის ცნობით, სამიტის ფარგლებში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და გუტერეშს შორის შეხვედრა გაიმართება, სადაც ახლო აღმოსავლეთის კრიზისს და უკრაინის გარშემო არსებულ ვითარებას განიხილავენ.

გუშინ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ანტონიუ გუტერეშის რუსეთში მოსალოდნელი ვიზიტი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ეს გაერო-ს რეპუტაციას ზიანს აყენებს.

“გაერო-ს გენერალურმა მდივანმა უარყო უკრაინის მიწვევა შვეიცარიაში გამართულ პირველ გლობალურ სამშვიდობო სამიტზე, თუმცა მიიღო ყაზანში პუტინის მიწვევა. ეს არის არასწორი არჩევანი, რომელიც არ უწყობს ხელს მშვიდობის დამყარებას, ეს მხოლოდ ზიანს აყენებს გაერო-ს რეპუტაციას“,- აღნიშნულია საგარეო საქმეთა უწყების განცხადებაში.

BRICS-ის სამიტი ყაზანში 22-24 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები