ირანის არმიის მეთაური: ირანი მზადაა ისრაელს გამანადგურებელი დარტყმა მიაყენოს

ისრაელის ნებისმიერ შეცდომას გადამწყვეტი პასუხი მოჰყვება. ირანი მზადაა, ისრაელს გამანადგურებელი დარტყმა მიაყენოს,- ამის შესახებ ირანის არმიის მთავარსარდალმა, აბდოლრაჰიმ მუსავიმ განაცხადა.

ირანელმა სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ სიონისტური რეჟიმი დაუშვებს შეცდომას, ის აუცილებლად მიიღებს ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალებისგან გადამწყვეტ პასუხს.

მისი თქმით, აშშ-მა ისრაელის მხარდაჭერაზე უარი უნდა თქვას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები