„ქართული ოცნების“ ნაძალადევის რაიონის დელეგატი სანზონის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნების“ ნაძალადევის რაიონის დელეგატმა – ირაკლი ხელაძემ მოსახლეობასთან შეხვედრები სანზონის დასახლებაში გამართა.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, დელეგატი N8, 9, 19, 20, 21 და N25 კორპუსებში მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა.

ირაკლი ხელაძემ ადგილობრივებს გუნდის სამომავლო გეგმები და საარჩევნო პროგრამის ძირითადი მიმართულებები გააცნო, ასევე, 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„საარჩევნო კამპანია დასკვნით ფაზაში გადადის. მოქალაქეებთან ინტენსიურ შეხვედრებს ვმართავთ. ძირითადი სასაუბრო თემა ის გამოწვევები და საფრთხეებია, რაც ამ ეტაპზე ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას. ასევე, ვსაუბრობთ იმ პრობლემების მოგვარების გზებზე, რაც ადგილობრივ მოსახლეობას აწუხებს“, – აღნიშნა ირაკლი ხელაძემ.
შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი – თენგიზ შარმანაშვილი და ნაძალადევის რაიონის გამგებელი – ირაკლი ანდღულაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები