“ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელმაც საზოგადოებასთან ერთად შეძლო ყველაზე ხელშესახები შედეგების მიღწევა ევროინტეგრაციის გზაზე” – მიქანაძე

“რამდენიმე დღეში ჩვენ გვაქვს უმნიშვნელოვანესი დღე, რომელმაც უნდა განსაზღვროს ჩვენი პოლიტიკის, ჩვენი ქვეყნის შემდგომი ოთხი წლის მნიშვნელობა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენს ამომრჩეველს დიდი მადლობა გადავუხადო იმ ნდობისთვის, რომლითაც ჩვენ, ერთობლივი ძალისხმევით, ვართ პირველი ხელისუფლება, რომელმაც დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ შევინარჩუნეთ მშვიდობა და სტაბილურობა, რომელიც ორიენტირებულია განვითარებაზე და იმ ისტორიული მიზნის მიღწევაზე, რასაც ევროპულ ოჯახში კუთვნილი ადგილის დამკვიდრება ჰქვია. ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელმაც საზოგადოებასთან ერთად შეძლო ყველაზე ხელშესახები შედეგების მიღწევა ევროინტეგრაციის გზაზე და მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ეს გზა აუცილებლად გაგრძელდება და ჩვენ, ერთობლივად, ახლო მომავალში აუცილებლად დავიმკვიდრებთ ადგილს იქ, სადაც ჩვენი ადგილი რეალურად, ყოველთვის იყო და არის, ევროპაში“, – განაცხადა მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები