ჯოზეფ ბორელი: რუსეთი და მისი მარიონეტები მოლდოვაში დემოკრატიული და საარჩევნო პროცესისთვის ძირის გამოთხრას აქტიურად ცდილობდნენ – მივესალმებით რეფერენდუმის შედეგებს

მივესალმებით საკონსტიტუციო რეფერენდუმის შედეგებს, რომელშიც მოლდოველმა ხალხმა სურვილი გამოხატა, თავიანთი მომავალი ევროკავშირთან დააკავშიროს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელში წერს.

„რუსეთი და მისი მარიონეტები მოლდოვაში დემოკრატიული და საარჩევნო პროცესისთვის ძირის გამოთხრას აქტიურად ცდილობდნენ, თუმცა, ჩვენ მოლდოვის ხელისუფლებას არჩევნებისა და საკონსტიტუციო რეფერენდუმის წარმატებით ორგანიზებას ვულოცავთ. მივესალმებით საკონსტიტუციო რეფერენდუმის შედეგებს, რომელშიც მოლდოველმა ხალხმა სურვილი გამოხატა, თავიანთი მომავალი ევროკავშირთან დააკავშირონ“, – წერს ბორელი X-ზე.

ცნობისთვის, მოლდოვაში გამართულ რეფერენდუმზე ბიულეტენების 100%-ის დათვლის შემდეგ, 50.46% მხარს უჭერს ევროინტეგრაციის კურსის კონსტიტუციაში ჩაწერას, 49.54% კი წინააღმდეგია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები