შარლ მიშელი: მივესალმები მოლდოვის მოქალაქეების პროევროპულ არჩევანს – ევროკავშირი მზადაა, იმუშაოს საერთო ევროპული მომავლისთვის

European Council President Charles Michel holds a press conference, following European Union leaders summit, in Brussels, Belgium June 30, 2023. REUTERS/Johanna Geron

ევროკავშირის რეფერენდუმის შემდეგ, აშკარა გარე ჩარევის მიუხედავად, მივესალმები მოლდოვის მოქალაქეების პროევროპულ არჩევანს, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელში წერს.

„ეს არის სიგნალი, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს თქვენს ერთგულებას ევროპული გზისკენ და საჭირო რეფორმების გაგრძელებას, რომლებიც გარდაქმნის თქვენს ქვეყანას. ევროკავშირი მზადაა, მხარი დაუჭიროს მოლდოვას და იმუშაოს ჩვენი საერთო ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად ყველას კეთილდღეობისთვის“, – წერს მიშელი X-ზე.

ცნობისთვის, მოლდოვაში გამართულ რეფერენდუმზე ბიულეტენების 100%-ის დათვლის შემდეგ, 50.46% მხარს უჭერს ევროინტეგრაციის კურსის კონსტიტუციაში ჩაწერას, 49.54% კი წინააღმდეგია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები