ხარკოვზე რუსეთის საჰაერო თავდასხმის შედეგად 47 საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა

ხარკოვზე რუსეთის საჰაერო თავდასხმის შედეგად 47 საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა. ამის შესახებ ხარკოვის მერმა, იგორ ტერეხოვმა უკრაინის ტელევიზიით განაცხადა.

„ხარკოვის კიევის ოლქში 14 კერძო სახლი განადგურდა ან დაზიანდა. რაც შეეხება ოსნოვიანსკის ოლქს, ბომბი ჰაერში აფეთქდა, რამაც მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები დააზიანა. სულ დაზიანდა 47 სახლი“, – აღნიშნა ტერეხოვმა.

როგორც ცნობილია, ოკუპანტების იერიშის შედეგად, ოსნოვიანსკის ოლქში 12 პირი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები