მოლდოვაში რეფერენდუმი დასრულდა – ქვეყანამ ხმა მისცა ევროკავშირში გაწევრიანებას

ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმის ოქმების 99%-ის დამუშავების შემდეგ მიღებული მონაცემებით, ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის მიზნით კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას მხარი რეფერენდუმში მონაწილეების 50,28%-მა დაუჭირა, – ინფორმაციას მოლდოვას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

მოლდოვამ მცირე უპირატესობით რეფერენდუმში მხარი დაუჭირა კონსტიტუციის შეცვლას ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

როგორც გამოცემა “პოლიტიკო” წერს, საბოლოო შედეგი საზღვარგარეთ მცხოვრებთა მიერ მიცემულმა ხმებმა გადაწყვიტა.

შეგახსენებთ, მოლდოვაში ევროინტეგრაციის საკითხზე რეფერენდუმი და საპრეზიდენტო არჩევნები ერთდროულად გუშინ გაიმართა. არჩევნებისთვის მეორე ტური 3 ნოემბერს დაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები