აშშ-ის არჩევნებამდე ყოველ დღე, ილონ მასკი ამომრჩევლებს 1 მილიონ დოლარს გადასცემს

მილიარდერი ილონ მასკი 1 მილიონ დოლარს ჩაურიცხავს იმ ამომრჩევლებს, რომლებიც მასკის მიერ წარდგენილ პეტიციას დაუჭერენ მხარს. ამომრჩევლები შემთხვევითობის პრინციპით აირჩევიან იმ შტატებიდან, სადაც რესპუბლიკელ და დემოკრატ კანდიდატებს თითქმის ერთნაირი მხარდაჭერა აქვთ, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, თანხის მფლობელი რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის მხარდასაჭერი პეტიციის ხელმომწერთა შორის გამოვლინდება. გამარჯვებული ხელმომწერთა სიიდან 5 ნოემბრამდე ყოველდღიურად აირჩევა.

როგორც BBC წერს, პირველ გამარჯვებულს ჩეკი მოულოდნელად, პენსილვანიაში მოწყობილ ღონისძიებაზე უკვე გადაეცა.

კამპანიაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იმ შტატებში რეგისტრირებულ ამომრჩევლებს, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნებში საკვანძო, გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე შტატებად მოიაზრება. ესენია: პენსილვანიის, ჯორჯიის, ნევადის, არიზონის, მიჩიგანის, უისკონსინისა და ჩრდილოეთ კაროლინის შტატები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები