პესკოვი: მოსკოვსა და ფხენიანს შორის თანამშრომლობა არავის არ უნდა აწუხებდეს

რუსეთსა და ფხენიანს შორის თანამშრომლობა არ არის მიმართული სხვა ქვეყნების წინააღმდეგ და ამიტომ, არ უნდა გამოიწვიოს შეშფოთება, – აცხადებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი.

„ჩრდილოეთ კორეა არის ჩვენი ახლო მეზობელი, ჩვენი პარტნიორი და ჩვენ ვავითარებთ ურთიერთობებს ყველა სფეროში, რაც არის ჩვენი სუვერენული უფლება.

ეს არავის შეშფოთებას არ უნდა იწვევდეს, რადგან ჩვენი თანამშრომლობა მესამე ქვეყნების წინააღმდეგ არ არის მიმართული“, – განაცხადა კრემლის სპიკერმა.

პესკოვის თქმით, ჩრდილოეთ კორეასთან თანამშრომლობას მომავალშიც გააღრმავებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები