ჰიუსტონში ავიაკატასტროფას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ში, ჰიუსტონში, ავიაკატასტროფას მსხვერპლი მოჰყვა. ვერტმფრენი რადიოანძას შეეჯახა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვია,- ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.

გამოცემა ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ რადიოანძის გარდა არცერთი საცხოვრებელი ადგილი და ნაგებობა არ დაზარალებულა.

როგორც ცნობილია, ოთხივე დაღუპული ადამიანი ვერტმფრენში იმყოფებოდა და ავარიის შედეგად ადგილზე სხვა არავინ დაშავებულა.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები