მოლდოვის საკონსტიტუციო რეფერენდუმზე ბიულეტენების 98 პროცენტის დათვლის შემდეგ, 50 პროცენტი ევროინტეგრაციის მომხრეა

მოლდოვაში ევროინტეგრაციის საკითხზე რეფერენდუმი და საპრეზიდენტო არჩევნები ერთდროულად გაიმართა.

საკონსტიტუციო რეფერენდუმზე ბიულეტენების 98 პროცენტის დათვლის შემდეგ, შედეგები თითქმის თანაბარი, 50/50-ზეა.

საკონსტიტუციო რეფერენდუმზე მოქალაქეებს უნდა ეპასუხათ კითხვისთვის, უჭერდნენ თუ არა მხარს კონსტიტუციის შეცვლას მოლდოვის ევროკავშირში, გაწევრიანების მიზნით.

მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ მიიჩნევს, რომ მოლდოვაში არჩევნებსა და რეფერენდუმში სამართლიანი პოლიტიკური პროცესი არ იყო.

მაია სანდუმ აღნიშნა, რომ თავისუფლებაზე და დემოკრატიაზე უპრეცედენტო თავდასხმა რამდენიმე თვე გაგრძელდა და ამის უკან კრიმინალური დაჯგუფებები და უცხოური ძალები იდგნენ, რომლებიც მოლდოვას ათეულობით მილიონი ევროთი, ტყუილითა და პროპაგანდით დაესხნენ თავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები