„ქართული ოცნებიდან” აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგატი ხულოში – ვახტანგ ბერიძე ხულოს მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ხულოს დელეგატი, აჭარის უმაღლეს საბჭოში ვახტანგ ბერიძე, მეკეიძეებისა და მინთაძეების მოსახლეობას შეხვდა.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე დელეგატმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების მნიშვნელობაზე ისაუბრა, შეაჯამა სოფლებში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები, მოისმინა ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებები და მომავალი 4 წლის განმავლობაში მათ მოგვარებას დაჰპირდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები