ირაკლი ზარქუა – ელჩ ჰერჩინსკის: თქვენ ხართ ევროკავშირის 27 სახელმწიფოს წარმომადგენელი ჩვენს ქვეყანაში, თქვენ უნდა იცავდეთ იმ ევროპულ ღირებულებებს, რაც გულისხმობს ჩაურევლობას, განსხვავებული პოზიციის მიღებას და, რაც მთავარია, უცხო ქვეყნის შიდა საქმეებში არ ჩარევას 

მადამ პრეზიდენტი, ნუ აგენტურა, რაც არის წარმოდგენილი ჩვენი ე.წ პრეზიდენტი, რომელიც არის კონსტიტუციის დამრღვევი, არა და პირველი დამცველი უნდა იყოს აგრძელებს მავნებლობას, „მადამ მავნებელი“ შევარქვით ჩვენ – ქართულმა საზოგადოებამ. გუშინ განცხადება გააკეთა ევროკავშირის ელჩი მომხრეა და მხარს უჭერს იმ გაუგებარ ქარტიას, რომელიც გულისხმობს რაღაც ტექნიკური მთავრობის მოყვანას ხელისუფლებაში, შემდეგ გადადგომას, შემდეგ რაღაც თანამდებობის დანაწილებას და რაღაც რევოლუციურ სცენარს,- ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისივე თქმით, ელჩმა ჰერჩინსკიმ უნდა დაადასტუროს ან უარყოს, იგი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გავრცელებულ რევოლუციურ სცენარს ეთანხმება თუ არა.

„მე მინდა ბატონ ჰერჩინსკის მივმართო, თქვენ ხართ ევროკავშირის 27 სახელმწიფოს წარმომადგენელი ჩვენს ქვეყანაში, თქვენ უნდა იცავდეთ იმ ევროპულ ღირებულებებს, რაც გულისხმობს ჩაურევლობას, განსხვავებული პოზიციის მიღებას და რაც მთავარია უცხო ქვეყნის შიდა საქმეებში არ ჩარევას, ამას კონსტიტუციაც კრძალავს ჩვენი და შესაბამისი შეთანხმებაც არის. ის, რაც მადამ მავნებელმა გააჟღერა გუშინ, ჩვენ ველოდებით თქვენს პოზიციას თქვენ ეთანხმებით იმ განცხადებას, რომ თურმე თქვენ მოიწონეთ და ეთანხმებით, მხარს უჭერთ ამ რევოლუციურ სცენარს, ჩვენი ქვეყნის ამოტრიალებას, დაქსაქსვას, რადიკალიზაციას, თუ ამას ეთანხმებით მაშინ ვიცოდეთ წინასწარ. ეს არის წითელი ხაზი და ამას არ გავატარებთ, ამიტომ ჩვენ ველოდებით თქვენს პოზიციას, რა პოზიცია გაქვთ – ქალბატონი მავნებელი ცრუობს თუ სიმართლე თქვა. ამის შემდეგ ჩვენ რეაგირებას მოვახდენთ“,- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები