“ჰერჩინსკი თუ ემხრომა ქარტიის შინაარსს, უნდა განმარტოს, რატომ აყენებს შეურაცხყოფას საზოგადოებას, მას ჰგონია, რომ ჩვენს მოსახლეობას არ აქვს უნარი, ხელისუფლება ოთხი წლით აირჩიოს?” – მაჭავარიანი

უკვე მივეჩვიეთ გარე აქტორების მხრიდან უხეშ ჩარევას, თანაც დეზინფორმაციაზე დაყრდნობილს და საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე საუბარს. სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომ ჰერჩინსკი ეთანხმება ამ ყველაფერს და, ფაქტობრივად, ერთად ვმსჯელობთო, დიპლომატიური სკანდალია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

„ბატონმა ჰერჩინსკიმ უნდა განგვიმარტოს, ჯერ ერთი, საქმის კურსშია თუ არა ევროკავშირის წევრი 27-ვე ქვეყანა ამასთან დაკავშირებით და მეორე, უნდა განუმარტოს ჩვენს საზოგადოებას, იგი თუ ემხრომა ამ ქარტიას და მის შინაარსს, თუ ემხრობა, რომ დროებითი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს და შემდეგ ერთ წელიწადში უნდა იყოს ვადამდელი არჩევნები, უპირველესად, რატომ აყენებს ასეთ შეურაცხყოფას ჩვენს მოსახლეობას. მას ჰგონია, რომ ჩვენს მოსახლეობას არ აქვს უნარი, ხელისუფლება ოთხი წლით აირჩიოს? რა ტიპის ჩარევებია ან რა ქარტიაა, დღემდე ვერ გაიგო ნახევარმა საქართველომ, შინაარობრივად როგორ უნდა მოხდეს. შიდა დაპირისპირებებია, მთავრობა უნდა წარმოგვიდგინონ არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდეგ, ამის უფლება ქალბატონ სალომეს არც აქვს და კიდევ ერთხელ არღვევს კონსტიტუციას. იქ პრემიერობის კანდიდატზე არის ბევრი უთანხმოება. ეს არის ქაოტური თემა. ამით, ახალი ტერმინოლოგიით უბრალოდ ცდილობენ, საზოგადოების გარკვეული ნაწილი შეიყვანონ შეცდომაში. უპირველესად, უნდა დაველოდოთ ბატონი ჰერჩინსკის ახსნა-განმარტებას. ბატონი ჰერჩინსკი თუ ეთანხმება, რომ ხელისუფლებაში უნდა მოვიდნენ რადიკალური ძალები, „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი განშტოებებით, ესეიგი, ბატონი გვარამია, ბატონი ხაზარაძე, გახარია, უშუალოდ „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა ვიხილოთ – ბატონი ჰერჩინსკი თუ ამას დაადასტურებს, მისი რეპუტაცია მკვეთრად შეილახება ჩვენი მოსახლეობის თვალში. ასე რომ, დაველოდოთ ბატონი ჰერჩინსკის განცხადებას ამ თემასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა  განაცხადა, რომ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ მისი ქარტიისა და ამ ქარტიით გათვალისწინებული სამოქმედო გეგმის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები