ლევან მგალობლიშვილი: ახლა ჩვენი ისევ ერთად ყოფნის და ერთმანეთისკენ დიდი ნაბიჯების გადადგმის დროა

ძალიან უნდა მოახლოვდეს ის დრო, როცა, ჩვენ შევძლებთ ურთიერთპატიებას, შერიგებას, ისევ დავიწყებთ ერთმანეთის გაგებას, ისევ ვიცხოვრებთ და ვიამაყებთ ერთმანეთით, – ამის შესახებ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან მგალობლიშვილმა ანაკლიაში, მთავრობის გასვლით სხდომაზე ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეებისადმი აფხაზურ ენაზე მიმართვისას განაცხადა.

მისი თქმით, ახლა ერთმანეთისკენ დიდი ნაბიჯების გადადგმის დროა

“ჩემო ხალხო, მინდა, აფხაზურ ენაზე მოგმართოთ. ეს ენა განსაკუთრებულად მიყვარს, რადგან მე დედა აფხაზი მყავს.

მოგმართავთ მე, აფხაზეთის მთავრობის ახლად არჩეული თავმჯდომარე, აფხაზეთში დაბადებული და ამჟამად დროებით თქვენთან ერთად არმყოფი.

ძალიან უნდა მოახლოვდეს ის დრო, როცა, ჩვენ შევძლებთ ურთიერთპატიებას, შერიგებას, ისევ დავიწყებთ ერთმანეთის გაგებას, ისევ ვიცხოვრებთ და ვიამაყებთ ერთმანეთით, ერთმანეთის ტრადიციებით, კულტურით, ვაჟკაცობით.

იმ წლებს არავინ დაუტოვებია ტკივილის გარეშე, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია დავუბრუნდეთ ჩვენს საწყისს – ჩვენს ერთიანობას, რაც ჩვენს ღირსეულ თანაცხოვრებას გულისხმობს.

თქვენთვისაც ძალიან კარგად ნაცნობი ტექსტით დავამთავრებ: რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია!

ახლა სიყვარულის, ჩვენი ისევ ერთად ყოფნის და ერთმანეთისკენ დიდი ნაბიჯების გადადგმის დროა”, – განაცხადა მგალობლიშვილმა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები