“ევროკავშირის ელჩი, სხვა ქვეყნის წარმომადგენლები და უცხოური აქტორები პირდაპირ წარმართავენ იმ წინასაარჩევნო კამპანიას, რომელიც საქართველოშია” –  მაჭარაშვილი

“არამც თუ ჩართულები არიან და საქართველოს საქმეებში ჩარევა არის ევროკავშირის ელჩის მხრიდან, არამედ ეს ხალხი წარმართავს წინასაარჩევნო კამპანიას”,  – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს.

“ევროკავშირის ელჩი, სხვა ქვეყნის წარმომადგენლები და ზოგადად უცხოური აქტორები, პირდაპირ წარმართავენ იმ წინა საარჩევნო კამპანიას, რომელიც არის საქართველოში. რეალურად, ჩვენი ოპონენტები ახლა არიან უცხოური ძალები. აქაური, ქართული ოპოზიცია წინასაარჩევნო კამპანიას, როგორც წესი არ ატარებს. ოპოზიცია და ზურაბიშვილი ამბობენ, რომ თურმე ევროპული ღირებულება არის ის, რასაც იტყვის ევროკავშირის ელჩი და და ევროკავშირი ის უნდა გააკეთოს ქართველმა ხალხმა, ანუ მონობის სტატუსი უნდა მივიღოთ”, – აღნიშნავს მაჭარაშვილი.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები