ნეთანიაჰუ: ჩემი და ჩემი ცოლის მკვლელობის მცდელობა დიდი შეცდომა იყო

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ „ჰეზბოლამ“ მისი და მისი მეუღლეს მკვლელობა სცადა. ამის შესახებ ისრაელის ლიდერმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„ „ჰეზბოლას“ მხრიდან ჩემი და ჩემი მეუღლის მკვლელობის მცდელობა დღეს სერიოზული შეცდომა იყო. ეს ხელს არ უშლის მე და ისრაელის სახელმწიფოს გავაგრძელოთ ჩვენი სამართლიანი ომი ჩვენი მტრების წინააღმდეგ ჩვენი მომავლის უზრუნველსაყოფად”, – წერს ის.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ჰეზბოლას“ მიერ ლიბანიდან გაშვებული დრონი, რომელიც აფეთქდა ცენტრალურ სანაპირო ქალაქ კეისარიაში შაბათს, ნეთანიაჰუს კერძო სახლზე იყო დამიზნებული. პრემიერ-მინისტრი და მისი მეუღლე სახლში არ იმყოფებოდნენ და არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები