სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პაველ ჰერჩინსკი მის ქარტიას უჭერს მხარს

“დღეს მე შევხვდი ევროკავშირის ელჩს, რომელმაც გამიმეორა არა მხოლოდ მხარდაჭერა ამ გზის, ამ ქარტიის და სამოქმედო გეგმის, არამედ გამიმეორა ის, რომ როგორც კი დაინახავენ საქართველოს მოსახლეობამ გამოთქვა არჩევნებში თავისი მშვიდი, მაგრამ ურყევი ნება დაუბრუნდეს ევროპას, მაშინვე ამოქმედდება ყველაფერი ის, რაც საჭიროა”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

“ისიც დამიდასტურა, რომ ყველაფერი არის მზად, რათა დაუყოვნებლივ მოხდეს ყველაფრის აღდგენა, რომ საქართველომ როგორც ქვეყანამ არაფერი დაკარგოს ამ პერიოდში”, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები