“ყველას, ვისაც სჯერა, რომ საქართველოს ერთადერთი გზა არის ევროპა, ეძლევა საშუალება, თვითონ აირჩიოს, რომელი პარტია უფრო ახლოს არის მის სურვილებთან” – პრეზიდენტი

“ყველა იმ ადამიანს, რომელსაც სჯერა, რომ საქართველოს ერთადერთი გზა და ერთადერთი ალტერნატივა არის ევროპა, ეძლევა საშუალება, თვითონ აირჩიოს, თავისი გემოვნებით, რომელი პარტია უფრო ახლოს არის მის სურვილებთან, მის გემოვნებასთან”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

“ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი ხმა, რომელიც მიცემული იქნება ამ ოთხი პარტიიდან რომელიმესთვის, მიგვიყვანს ევროპაში. ჯამი ამ ხმების მიგვიყვანს ევროპაში. ეს იქნება ის უმრავლესობა, რომელიც დაამტკიცებს ყველა იმ პუნქტს, რაც წერია ქარტიაში. ეს გვაჩვენებს ძალიან სწორ გზას, მიხვეულ-მოხვეულების გამონაკლისით, არ იქნება მიხვეულ-მოხვეულები. ასევე, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი პარტნიორები დგანან ჩვენ გვერდით”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები