ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნების“ გამარჯვება ერთადერთი გარანტი იმისა, რომ საქართველო თანმიმდევრულად ივლის წინ ორი უმთავრესი ეროვნული ამოცანის შესრულებისკენ – სიღარიბის საბოლოო აღმოფხვრა ჩვენს ქვეყანაში და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისში, საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას მიმართა და აღნიშნა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის ერთადერთი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებშიც ქვეყანას ომი არ ჰქონია და ქვეყანამ შეინარჩუნა 12 წლიანი უწყვეტი მშვიდობა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ გამარჯვება არის ერთადერთი გარანტი იმისა, რომ ქვეყანა მშვიდობას შეინარჩუნებს და თანმიმდევრულად ივლის წინ ორი უმთავრესი ეროვნული ამოცანის შესრულებისკენ – სიღარიბის საბოლოოდ აღმოფხვრისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ.

„მე მინდა შეგახსენოთ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის ერთადერთი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებშიც ქვეყანას ომი არ ჰქონია და ქვეყანამ შეინარჩუნა 12 წლიანი უწყვეტი მშვიდობა. ახლაც, „ქართული ოცნების“ გამარჯვება არის ერთადერთი გარანტია იმისა, რომ გაგრძელდება ჩვენი ქვეყანის უწყვეტი მშვიდობიანი განვითარება. ასევე, „ქართული ოცნების“ გამარჯვება ერთადერთი გარანტი იმისა, რომ საქართველო თანმიმდევრულად ივლის წინ ორი უმთავრესი ეროვნული ამოცანის შესრულებისკენ ეს არის სიღარიბის საბოლოო აღმოფხვრა ჩვენს ქვეყანაში და ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ეს არის ჩვენი „ქართული ოცნება“, რომელიც დარწმუნებული ვარ აუცილებლად ახდება. სწორედ ამიტომ, 26 ოქტომბერს ყველამ ერთად უნდა გავაფერადოთ ნომერი 41, და გავაფერადოთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენ უნდა ავირჩიოთ „ქართული ოცნება“ და ავირჩიოთ საქართველოს ნათელი მომავალი,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები