სასამართლო “თავისუფალი ზონის” წევრებისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებს
თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს “თავისუალი ზონის” წევრებისთვის, ფარნაოზ ჭკადუასა და დავით გოგოხიასთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებს. პროკურატურა პატიმრობის შეფარდებას ითხოვს, რასაც ადვოკატი გოგა ონიანი უსაფუძვლოდ მიიჩნევს. დაცვის მხარე კი სასამართლო სხდომაზე ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დარჩენას ან უკიდურეს შემთხვევაში, გირაოს სანაცვლოდ, გათავისუფლებას მოითხოვს. “თავისუფალი ზონის” წევრების სასამართლო სხდომა დღეს 12 და 13 საათზე გაიმართება. ფარნაოზ ჭკადუას ბრალი ხულიგნობის მუხლის მეორე ნაწილით აქვს წაყენებული, დავით გოგოხიას კი სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედება ბრალად.