ლევან მაჭავარიანი: ხვალინდელ მარშს, ვითომ ევროპას ამოფარებულ ფარსს, აორგანიზებენ რადიკალური ძალები, ეს არის „ნაცმოძრაობის” აქცია

„ხვალინდელ მარშს, ვითომ ევროპას ამოფარებულ ფარსს, აორგანიზებენ რადიკალური ძალები, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის” აქცია“, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

“მინდა მოსახლეობას შევახსენო, რომ თუ მოტყუვდებიან და აქციაზე მივლენ, ეს კითხვები მაინც დაუსვან: რომ გვეუბნებოდით, „გამჭვირვალობის კანონის“ მიღების შემდეგ ჩვენ უნდა გაგვეღვიძა ჩელიაბინსკში, უნდა აკრძალულიყო ოპოზიციური პარტიები, მოვიდა არჩევნები და ეს არაფერი გამართლდა და დადასტურდა, რომ მათ მოსახლეობა მოატყუეს“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, 20 ოქტომბერს, თბილისში დაგეგმილი მარში – „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“, თავისუფლების მოედნამდე 5 სხვადასხვა ლოკაციიდან მოეწყობა. მსვლელობის მონაწილეები 17:00 საათზე შემდეგ ლოკაციებზე შეიკრიბებიან: რესპუბლიკის მოედანი; გმირთა მოედანი; 300 არაგველის ობელისკი (ორთაჭალა); მარჯანიშვილის მოედანი; ამაღლებისა და ასათიანის ქუჩების კვეთა (მთაწმინდა). მოგვიანებით კი, 19:00 საათზე თავისუფლების მოედანზე შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები