ლევან მაჭავარიანი „ლელოს“ წევრების მიერ პარტიის დატოვებაზე: არ უნდათ, რომ აფილირებულები იყვნენ ასეთ ძალასთან

მმართველი გუნდის წევრი ლევან მაჭავარიანი „ლელოს“ წევრების მიერ პარტიის დატოვებას ეხმაურება.

„მინდა მოსახლეობას შევახსენო, როდესაც ერთი თვის წინ პარიზის საარბიტრაჟო სასამართლოში წააგო ბატონმა ხაზარაძემ დავა საქართველოს წინააღმდეგ, მისთვის რომ ეს სარჩელი დაეკმაყოფილებინათ, მას ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტიდან უნდა გაეტანა მილიარდ ნახევარი დოლარი და ჩაედო თავის ჯიბეში.

შესაბამისად, რა თქმა უნდა, ათვითცნობიერებენ ამას ამ პარტიის წევრები და ძალიან პასუხისმგებლობით ეკიდებიან ამ საკითხს. შესაბამისად, არ უნდათ, რომ აფილირებულები იყვნენ ასეთ ძალასთან“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა “ქრონიკასთან” საუბრისას.

ცნობისთვის, „ლელოს” აჭარის უმაღლესი საბჭოს სიის წევრმა სულხან კოჩალიძემ პარტიის დატოვების გადაწყვეტილების შესახებ სოციალურ ქსელში გუშინ დაწერა. დღეს კი კოალიციის „ძლიერი საქართველოს” ( ლელო ) დატოვების გადაწყვეტილება აჭარის უმაღლესი საბჭოს პარტიული სიის 22-ე ნომერმა მერაბ ქურიძემ მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები