მარიამ ლაშხი პირადობის მოწმობების ჩამორთმევასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე: თუ მტკიცებულებებს მოიტანენ, მსგავსი ტიპის დარღვევებზე შექმნილია უწყებათაშორისი კომისია

“ყალბი ხმაური, რომელიც ყოველ ჯერზე წარუმატებელი იყო”, – ასე ეხმაურება მმართველი გუნდის წევრი, მარიამ ლაშხი პირადობის მოწმობების თემაზე გავრცელებულ ინფორმაციას.

მისივე თქმით, ოპოზიციამ მტკიცებულებები უნდა წარადგინოს.

“თუ მტკიცებულებებს მოიტანენ, მსგავსი ტიპის დარღვევებზე შექმნილია უწყებათაშორისი კომისია, რომელიც შეიქმნა იმისათვის, რომ ნებისმიერი ტიპის დარღვევა დასაბუთებულად იყოს წარდგენილი უწყებათაშორის კომისიაში და ეს უკვე აისახოს ანგარიშებში. ამ უწყებათაშორის კომისიაში ისინი არ მონაწილეობენ და მას ბოიკოტს უცხადებენ. მსგავსი ტიპის მტკიცებულებების არქონის გამოა ის, რომ მათ არ მიაქვთ არც უწყებათაშორის კომისიებში, არც მათ ტელევიზიებში და არც სხვაგან. მათ ასევე ბოიკოტი გამოუცხადეს საარჩევნო კომისიის მიერ, ევროპული სტანდარტით დანერგილ მოქმედებათა ქცევის კოდექსს, რომელსაც ხელი არ მოაწერეს. ამით კიდევ ერთხელ აჩვენებენ მოსახლეობას იმას, რომ ისინი ემზადებიან არა 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის, არამედ რევოლუციისთვის – 27 ოქტომბრისთვის, რომელიც ისეთივე წარუმატებელი იქნება, როგორც ეს მანამდე იყო,”- განაცხადა მარიამ ლაშხმა.

ცნობისთვის, მედიით, სოციალურ ქსელებით, ასევე სხვადასხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცნობილი ხდება, რომ უცნობი პირები ამომრჩევლებს, მუქარით, დაშინებით, ძალადობით ან/და სხვა უკანონო გზებით ართმევენ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები