მარიამ ლაშხი: რუსეთთან ორმხრივი სანქციებით, ჩვენ, პირველ რიგში ეკონომიკური უკუსვლა გვექნებოდა

“რუსეთთან ორმხრივი სანქციებით, ჩვენ, პირველ რიგში ეკონომიკური უკუსვლა და ყველაზე პესიმისტური გათვლებით 15-18 პროცენტიანი ვარდნა გვექნებოდა, რაც ნიშნავს, რომ პური 10 ლარი გახდებოდა და სხვა ფასებთან მიმართებით, სულ სხვა ბიუჯეტს განვიხილავდით, განსხვავებით იმისა, თუ რა გვაქვს დღეს”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, მარიამ ლაშხმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამით საქართველო დაზარალდებოდა.

“მანამდე თუ კულუარებში გვესაუბრებოდნენ ამაზე, დღეს პირდაპირ რეზოლუციაში ჩაწერს, რაც ერთი მხრივ კარგია, რადგან ჩვენ მოსახლეობასთან დახურულ კარს მიღმა შეხვედრების შესახებ ინფორმაცია არ გამოგვქონდა, დღეს უკვე რეზოლუციის სახით გამოიტანეს მათ და პირდაპირ ასახეს ის მიზნები, რაც ორმხრივ სანქციებს ემსახურება. ორმხრივ სანქციებს აქვს ერთი ძირითადი მიზანი, რომ ზარალი მიაყენონ დასანქცირებულ ქვეყანას. ჩვენ შემთხვევაში 0.02 პროცენტია მათ ვაჭრობაში ჩვენი ეკონომიკური წილი და რა თქმა უნდა, რუსეთს კი არ დააზარალებდა, არამედ დაზარალდებოდა ჩვენი ქვეყანა,”- აღნიშნა ლაშხმა “რუსთავი ორის” ეთერში საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები