მიხეილ ყაველაშვილი – პირადობის მოწმობების ჩამორთმევასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე: არავინ არ იზღუდება, რა პირადობებზეა საერთოდ საუბარი?

“ხალხის ძალის” წევრი მიხეილ ყაველაშვილი პირადობის მოწმობების ჩამორთმევასთან დაკავშირებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

“ეუთო/ოდირის შუალედურ დასკვნასაც თუ დავეყრდნობით, ამბობენ, რომ არჩევნების წინ მსგავსი მშვიდი გარემო არასდროს ყოფილა. თავად აღიარებენ… ყველას ყველაფრის უფლება აქვს და არავინ არ იზღუდება, რა პირადობებზეა საერთოდ საუბარი?”,- აცხადებს ყაველაშვილი.

ცნობისთვის, მედიით, სოციალურ ქსელებით, ასევე სხვადასხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცნობილი ხდება, რომ უცნობი პირები ამომრჩევლებს, მუქარით, დაშინებით, ძალადობით ან/და სხვა უკანონო გზებით ართმევენ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები