ვინ გახდება „ჰამასის“ ახალი ლიდერი

„ჰამასს“, სავარაუდოდ, ყატარში მცხოვრები ხალილ ალ-ჰაია უხელმძღვანელებს. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

ის ამჟამად ხელმძღვანელობს დელეგაციას, რომელიც ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ საერთაშორისო მოლაპარაკებებს აწარმოებს და ასევე უძღვება ჯგუფის ოფიციალურ შეხვედრებს მის მოკავშირეებთან საზღვარგარეთ.

ის გახდება ისრაელის მიერ მოკლული „ჰამასის“ ლიდერის იაჰა სინვარის მემკვიდრე.

გამოცემის ცნობით, ალ-ჰაიამ-იმ სატელევიზიო გამოსვლაში განაცხადა, რომ თავის თავზე ლიდერის როლს იღებს, შესაძლოა დროებით, მაგრამ მაინც.

„მან პირობა დადო, რომ ისრაელის მიერ სინვარის მკვლელობა მას ბრძოლის გაგრძელების მოტივაციას მისცემს“, – აღნიშნავს ბლუმბერგი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები